пятница, 27 апреля 2012 г.

          დიდ ქალაქად ითვლება ქალაქი, რომლის მცხოვრებთა რიცხვი 100.000 კაცს აღემატება. ცნება     მიღებული იქნა 1887 წელს, საერთაშორისო სტატისტიკოსთა კონფერენციის მიერ.2002 წლის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით დაახლ. 1700 დიდი ქალაქა., რომელშიც 100.000 მცხოვრებზე მეტი ცხოვრობს.


   ნიუ-იორკი _ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.








        ბერლინი-გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქი;ქალაქ-სახელმწიფო და ავტონომიური უფლებების მქონე ფედერაციული მიწა.ერლინში ცხოვრობს 3.392.026 მოსახლე (31 აგვისტო 2005) 891,75 კმ²-ზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 3.804 კაცს კმ²-ზე. ბერლინის მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს 41,7 წელს. 2005 წლის ივნისში აქ ცხოვრობდა 458.600 არაგერმანული მოქალაქეობის მქონე პირი მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. ეს შეადგენს ბერლინის მოსახლეობის 13,5%-ს. ქალაქში ცხოვრობს დაახ. 36.000 პოლონელი და 119.000 თურქი

          პეკინი -- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქია. პეკინი ჩინეთის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთია, რაც პროვინციის ექვივალენტიურია ჩინეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ სტრუქტურაში. პეკინის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება ჰებეის პროვინციასჩრიდლოეთით, დასავლეთითა და სამხრეთით, და აღმოსავლეთის მცირე ნაწილით ტიანძინის მუნიციპალიტეტს.
პეკინი ჩინეთის სიდიდით მეორე ქალაქია მოსახლეობის მიხედვით, შანჰაის შემდეგ. ის მთვარი სატრანსპორტო კვანძია, უამრავი სარკინიგზო ხაზით, გზებითა და ავტოსტრადებით ყველა მიმართულებით. ის ასევე ჩინეთის საერთაშორისო საჰაერო რეისების მთავარი პუნქტია. პეკინი ჩინეთის პოლიტიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია, მაშინ როცა შანჰაი და ჰონგ-კონგი მისი ეკონომიკური დასაყრდენია.
პეკინი ერთ-ერთია ჩინეთის ოთხ უძველეს დედაქალაქთა შორის.

აქ შეგიძლიათ იხილოთ სურათები





გამოყენებული ვებ-გვერდები
http://www.youtube.com/


http://www.wikipedia.org/

http://mglebi.clan.su/photo/5